მილსაგლინავი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავ საამქროში „დგან 400“-ზე იწარმოება მაღალი ხარისხის, ცხლადდეფორმირებული უნაკერო მილები, დიამეტრით 168 – 426 მმ და კედლის სისქით 6 – 50 მმ, შემდეგი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად:
- ГОСТ 8731/32
- ГОСТ 632/633
- API Spec 5L
- API Spec 5 СТ
- EN 10210
- EN 10297
- ASTM A 106
- A 53/A 53M
აღნიშნული სტანდარტებით წარმოებული მილები გამოიყენება მაგისტრალური სადენების მშენებლობისას თხევადი და აირადი ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილებზე, გაზის და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლუატაციისთვის, მშენებლობისთვის, მანქანათმშენებლობისთვის და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.
საამქროში დამონტაჟებულია მეორე “დგანი 140”, რომელიც საჭიროებს რეკონსტრუქციას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება 60მმ-დან 146მმ-მდე დიამეტრის, კედლის სისქით 4მმ-დან 22მმ-მდე უნაკერო მილების წარმოება.
მილსაგნილი აგრეგატები „140“ და „400“ განლაგებულნი არიან ერთ საერთო 8 მალიან შენობაში, რომლის სიგრძე 632 მ-ია, ხოლო სიგანე 240მ. მილსაგლინი აგრეგატის-დგან „400“-ის მხრიდან ძირითად შენობაზე მიშენებულია სწორკუთხოვანი მილების წარმოების უბანი და ქუროების დამზადების ავტომატიზირებული ხაზები.
“მილასგლინი აგრეგატი 400”
„მილსაგლინავი დგანი 400“ 1953 წლის 25 დეკემბერს ამუშავდა და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ დგანს მთელს ევროპაში, რომელიც უნაკერო მილების დამზადებისათვის გამოიყენება.
ამ აგრეგატის მეშვეობით მზადდება ნავთობსარეწებისთვის საჭირო ე.წ. სამაგრი მილები, ასევე, საერთო დანიშნულებისა და მანქანათმშენებელ წარმოებაში გამოსაყენებელი მილები.
აღნიშნული აგრეგატი ძირითადი და დამხმარე განყოფილებებისგან შედგება. მის ძირითად განყოფილებებს მიეკუთვნებიან:
- რგოლური ღუმელი
- N1 და N2 განმაღრუებელი დგანი
- ავტომატური დგანი
- შემოგლინვის დგანი
- დამკალიბრებელი შვიდგალიანი დგანი
- მასწორი მანქანები
“მილსაგლინი აგრეგატი 140”
„მილსაგლინავი დგანი 140“ 1952 წლის 10 სექტემბრიდან ჩადგა მწყობრში. ეს აგრეგატი შედგება შემდეგი ტიპის დგანებისაგან:
- რგოლური ღუმელი
- განმაღრუებელი დგანი
- ავტომატური დგანი
- შემოგლინვის ორი დგანი
- შემახურებელი ღუმელი
- დამკალიბრებელი დგანი
- რედუქტირების დგანი
- მასწორი მანქანები
„დგან 140-ის“ მეშვეობით ისეთი სახეობის მილების წარმოებაა შესაძლებელი, როგორიცაა სატუმბე-საკომპრესორო, ქუროიანი და გლუვზედაპირიანი საერთო დანიშნულების მილები.
გარდა აღნიშნული ძირითადი აგრეგატებისა, ორივე დგანის სხვადასხვა მოწყობილობათა და განყოფილების გამაერთიანებელ კომპლექსში შემდეგი დანადგარებიც შედის: მაცივარი, რედუქცირების დგანის წინ მოქმედი გამახურებელი ღუმელი, მილების გასწორების დგანები, მილების მოპირკეთების განყოფილება, ქუროების მოსაჭრელი დგანები, ქურების მოთუთიების განყოფილება, მილების ხარისხის კონტროლის მაგიდები და სხვა.