ფოლადსადნობი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ ფოლადსადნობ საამქროში მიმდინარეობს 100X100მმ ზომის დაბალნახშირბადიანი ფოლადის კვადრატული ნამზადის ჩამოსხმა. ფოლადის ნამზადისაგან შემდგომში სორტული გლინვის საამქროში იწარმოება 8-32მმ დიამეტრის, A500 C, B500 B, B500 C და A400 C კლასის, თერმოგამტკიცებული ფოლადის სამშენებლო არმატურა.
ფოლადსადნობი კომპლექსი ასევე, მოიცავს შემდეგი ტიპის სამუშაო უბნებს:
- 2 ცალი 15 ტონიანი რკალური ღუმელი
- ორი საკაზმე ეზო – ჯართის მომზადების უბნები თითოეული ღუმელისთვის
- ორი ციცხვ ღუმელი
- ორხაზიანი უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი
- დამხმარე უბნები: წიდის ციცხვების გამობერტყვა და კვადრატული ნამზადის საწყობი.
- საამქროს ემსახურება 14 ხიდური ამწე.