უნაკერო მილები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავ საამქროში იწარმოება ცხლადდეფორმირებული დიდი დიამეტრის უნაკერო მილები დგან – 400ზე და პატარა დიამეტრის უნაკერო მილები დგან -140 ზე.
მილსაგლინავი საამქრო აწარმოებს შემდეგი სახის უნაკერო მილებს:
სამაგრი მილები
სამაგრი მილები იწარმოება API Spec 5 CT და GOST 632 სტანდარტების შესაბამისად, დიამეტრით 168 მმ -დან 324 მმ-მდე, კედლის სისქით 7.32 მმ – დან 14.2 მმ-მდე.
სამაგრი მილები გამოიყენება ნავთობის და გაზის ინდუსტრიაში.
მაგისტრალური მილები
მაგისტრალური მილები იწარმოება API Spec 5 L, EN 10210, EN 10297 და GOST 8731/32 სტანდარტების შესაბამისად , დიამეტრით 168 მმ -დან 426 მმ – მდე , კედლის სისქით 6 მმ -დან 50 მმ -მდე.
მაგისტრალური მილები გამოიყენება ნავთობის, გაზის და წყლის ტრანსპორტირებისთვის.
დგანი 140 ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს, მაგრამ დაგეგმილია მისი რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც ქარხანა დაიწყებს მაგისტრალური მილების წარმოებას.
უნაკერო მილები
უნაკერო მილები იწარმოება EN 10210, EN 10297, GOST 8731 და GOST 8732 სტანდარტების შესაბამისად , დიამეტრით 168 მმ-დან 426 მმ -მდე, კედლის სისქით 6 მმ დან 50 მმ- მდე.
უნაკერო მილები ფართოდ გამოიყენება მანქანათმშენებლობაში და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.