სხვა დამხმარე საამქროები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” ენერგეტიკული და მექანიკური უზრუნველყოფის სამსახურებში გაერთიანებულია საამქროები, რომლებიც დამხმარე ქვედანაყოფების ფუნქციას ასრულებენ და მათ მთავარ დანიშნულებასაც სათადარიგო ნაწილების დამზადება წარმოადგენს. გარდა ამისა, სწორედ ამ საამქროებში ტარდება ძირითადი ტექნოლოგიური მოწყობილობების მიმდინარე და გეგმიური რემონტი. ენერგეტიკული და მექანიკური უზრუნველყოფის სამსახურების ქვედანაყოფებია:
მექანიკური უზრუნველყოფის სამსახურში გაერთიანებულია შემდეგი საამქროები:
- შემკეთებელ-მექანიკური საამქრო
- ტექნოლოგიურ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქრო
- საფასონო-სამსხმელო საამქრო
- ლითონკონსტრუქციების საამქრო
- მეტალურგიული ღუმელების შემკეთებელი საამქრო
ენერგეტიკული უზრუნველყოფის სამსახურში გაერთიანებულია შემდეგი საამქროები:
- ენერგოშემკეთებელი საამქრო
- ელექტროშემკეთებელი საამქრო
- ელექტრომომარაგების საამქრო
- სააირე საამქრო
- ენერგოძალური საამქრო
- საჟანგბადე-საკომპრესორო საამქრო
- ელექტრო-ტექნიკური ლაბორატორია
- საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის საამქრო
დამხმარე წარმოებას აგრეთვე მიეკუთვნება შემდეგი განყოფილებები და საამქროები:
- რკინიგზისა და ავტოტრანსპორტის განყოფილებები
- სამშენებლო მასალათა წარმოების საამქრო
- სარემონტო-საამშენებლო საამქრო
- ექსპერიმენტული საამქრო
- მეტროლოგიის განყოფილება
- ცენტრალური ლაბორატორია