Skip to content Skip to footer

გრანულირებული წიდა

გრანულირებული წიდა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში  ფუნქციონირებს წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო,  რომელიც ასეულ ჰექტარზე გადაჭიმულ წიდასაყარის ბაზაზე მდებარეობს. ამჟამად წიდასაყარზე არსებული ჯართისა და წიდის რაოდენობა  8 მლნ. ტონას შეადგენს.

ქარხნის წიდასაყარზე მოთავსებულია მარტენისა და ბრძმედის წიდა. მარტენისა და ბრძმედის წიდის მაგნიტური სეპარაციის გზით გამოიყოფა ლითონური მასები, რომელთა შემადგენლობაშიც რკინის შემცველობა 70%-მდეა და ეს მასები აქტიურად გამოიყენება ფოლადის დნობაში.

მარტენის წიდა აქტიურად გამოიყენება გზების მშენებლობაში. ბრძმედის პირველი ხარისხის წიდას იყენებენ სამშენებლო ბლოკების დასამზადებლად, კლინკერის წარმოებაში და ასევე, მშენებლობის პროცესში სხვადასხვა დანიშნულებით, ხოლო მეორე ხარისხის გრანულირებული წიდა გამოიყენება ცემენტის წარმოებაში.

უფრო დეტალურად თუ  განვიხილავთ, ქარხანა თავის მომხმარებლებს  შემდეგი სახეობის წიდას სთავაზობს:

  • ბრძმედის I ფრაქცია 0-10მმ
  • ბრძმედის II ფრაქცია 10-40მმ
  • მარტენის მაგნიტური ფრაქცია 0-10მმ
  • მარტენის მაგნიტური ფრაქცია 10-60მმ
  • მარტენის მაგნიტური ფრაქცია 60-250მმ
  • მარტენის მაგნიტური ფრაქცია 250 + მმ

სრული თვის განმავლობაში ქარხანა დაახლოებით 130,000 ტონა წიდას გადაამუშავებს. ამ მოცულობიდან 100,000 ტონა-მარტენის, ხოლო 30,000 ტონა-ბრძმედის წიდას შეადგენს.

გთხოვთ შეავსოთ პროდუქტის შეკვეთის ფორმა და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ.

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com

თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com