კადრები
კომპანიის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს მისი თანამშრომლები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სტრატეგიის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს ადამიანური რესურსების სწორად მართვა და საკადრო პოლიტიკის ეფექტურად დანერგვა ორგანიზაციაში.
დღეს 1500 ადამიანი არის დასაქმებული რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.თანამშრომელთა მოტივაცია, მათი სწავლება-განვითარება, სათანადო პირობების შექმნა, დისციპლინისა და საქმისადმი თავდადების განვითარება წარმოადგენს განმსაზღვრელ და აუცილებელ ფაქტორს იმისათვის რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების და სტანდარტების შესაბამისად კომპანია საკადრო პოლიტიკას ახორციელებს შრომითი შინაგანაწესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის რეგულირების, პერსონალის შერჩევის, თანამშრომელთა სწავლების, თანამშრომელთა განვითარების, შრომითი ანაზრაურების და წახალისების, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების და სხვა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ქარხანაში დანერგილია პერსონალის შერჩევის თანამედროვე პროცედურები რაც მოიცავს კანდიდატის ძებნას, შეფასებას, განსაზღვრასა და ვაკანტურ პოზიციაზე დანიშვნას. კანდიდატის შერჩევისას განიხილება როგორც გარე ასევე შიდა კანდიდატურები. კანდიდატის საბოლოო შეფასება კი ხორციელდება ვაკანტური თანამდებობიდან გამომდინარე განათლებისადმი მოთხოვნის, სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის, საქმიანი თვისებებისა და უნარების, აგრეთვე ტექნიკური უნარების შესაბამისად.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარებას. ამ მხრივ, სწავლებისა და განვითარების კუთხით გატარებული ღონისძიებების ძირითადი მიზნებია:
- ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განვითარება კომპანიის ბიზნეს-გეგმების ხარისხიანი შესრულების მიზნით;
- ცოდნის განვითარების, გამოყენებისა და გაცვლის პროცესისადმი ისეთი მიდგომის კულტურის ფორმირება ორგანიზაციაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს-პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას, ყველა თანამშრომლის სწავლებას და თვითგაუმჯობესებას სწავლებისა და განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობების პირობებში.
სწავლების პროცესის ეფექტურობა და მისი გავლენა თანამშრომლების საქმიანობის შედეგებზე ფასდება თვით თანამშრომლების, უშუალო ხელმძღვანელების, კომპანიის ხელმძღვანელებისა და ორგანიზაციაში არსებული „პერსონალთან მუშაობის სასწავლო ცენტრის“ მიერ.
აღსანიშნავია რომ თანამშრომლეთა სწავლებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არიან ჩართებული თვით კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები. სწორედ გამოცდილი პროფესიონალების დახმარებით ახორციელებს ქარხნის მენეჯმენტი ახალგაზრდა კადრების მომზადებას და განვითარებას. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე და მესამე პროფესიების შესწავლა ჩვენი თანამშრომლებისთვის. მეტალურგიაში არსებობს ბევრი ისეთი პროფესია რომელიც დღეს მივიწყებულია. საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორად ასეთი ტიპის პროფესიების წინა პლანზე წამოწევა და ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამ კუთხით გაღრმავება წარმოადგენს, რასაც ქარხანა საკუთარი, მეტალურგიაში გამოცდილი, მაღალკვალიფიციური კადრის ხელსშეწყობით ახორციელებს.
ქარხნის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამ მიზნით, ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების და ნორმების შესაბამისად. საწარმოო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად დაცულია თანამშრომლების უსაფრთხოების და მათი ჯანმრთელობის დაცვის ნორმალური პირობები, შრომის უსაფრთხოებისა და დაცვის ნორმები და სატნდარტები. აგრეთვე ტარდება საწარმოო ტრამვებისა და პროფესიული დაავადებების მუდმივი პროფილაქტიკა, ხორციელდება თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების და დაცვის ნორმების სწავლება და შემდგომში შესაბამისი ცოდნის შემოწმება და კონტროლი.
თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ქარხნის მენეჯმენტმა შეიმუშავა ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პროგრამა და დააზღვია ქარხნის ყველა თანამშრომელი. ამ პროექტის ფარგლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე გაიხსნა სამედიცინო ცენტრი სადაც ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს ისარგებლოს დაზღვევის პროგრამით და ტერიტორიიდან გაუსვლელად მიიღოს უმაღლესი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია.