კომპანიის შესახებ
ბაზარზე
1948 წლიდან
შპს რუსთავის ფოლადი
2011 წელს შეიქმნა შპს „რუსთავის ფოლადი“, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები შეიძინა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანაა მთელ კავკასიაში, მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სამხრეთით 30 კილომეტრში.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაარსდა 1948 წელს და გახდა პირველი სრული მეტალურგიული ციკლის საწარმო ამიერკავკასიაში, რომელიც აწარმოებს ფოლადის, ცხელი ნაგლინი უნაკერო მილების, თუჯის, ალუმინის და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციებს. ქარხანა აწარმოებდა უწყვეტ მილებს ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში ნავთობის საბადოების საჭიროებებისთვის.
დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ახალი მენეჯმენტისა და მფლობელების მიზანია ქარხნის აღდგენა და მისი საქმიანობის განვითარება რეგიონულ და ახალ მსოფლიო ბაზრებზე, როგორც ძირითადი საინვესტიციო და რესტრუქტურიზაციის პროგრამის ნაწილი.
დღეს ქარხანა წარმატებით ფუნქციონირებს და აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს, მათ შორის: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები, მექანიკური ნაწილები, ფორმის ჩამოსხმა, გრანულირებული წიდა, სილიკომანგანუმი, ცაცხვი და კირქვა.
იმისათვის, რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე, უპირველესი ამოცანა წარმოების მოცულობის გაზრდაა. ამ მიზნით, ახალი მენეჯმენტი თანმიმდევრულად ახორციელებს ქარხნის სისტემატურ განახლებას და ტექნიკურ გადაიარაღებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ქარხნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდა კადრების მომზადება გამოცდილი თანამშრომლების მხარდაჭერით.
დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზრებზე, აშშ-ში, ასევე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. დღეს რუსთავის ფოლადში 1600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
2012 წლის იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იმყოფება შპს “რუსთავის ფოლადის” მმართველობასა და მფლობელობაში. შპს „რუსთავის ფოლადის“ მიზანია ახალი სიცოცხლე შესძინოს ქალაქ რუსთავში ფოლადის წარმოების საამაყო და ხანგრძლივ ტრადიციას, რომელიც სათავეს 1948 წლიდან იღებს. რუსთავის მეტალურგიული ქარნის ახალმა მენეჯმენტმა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების კურსი აიღო, რათა შეიქმნას თანამედროვე ქარხანა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ განვაახლეთ დიდი დიამეტრის უნაკერო მილების დგან “400–ზე” წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის ექსპორტი დსთ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე. რუსთავის ფოლადის უნეკერო მილები გამოიყენება, როგორც მანქანათმშენებლობასა და სხვა სახის მშენებლობაში, ასევე ნავთობისა და გაზის წარმოებაში. აღნიშნულ დგანს, აქვს 350,000 ტონა დიდ დიამეტრიანი მილების წარმოების შესაძლებლობა წლიურად, თუმცა ამ ეტაპზე საჭიროებს მოდერნიზაციას. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დავიწყებთ აღნიშნული გეგმის განხორციელებას.
ჩვენ ვაწარმოებთ ყველა ზომის არმატურას სამშენებლო ინდუსტრიისათვის, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოში და ასევე გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. რუსთავის ფოლადის არმატურით შენდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული ისე დეველოპერული. ჩვენი მიზანია 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, ყოველთვიურად 12,000 ტონა კვადრატული ნამზადისა და არმატურის რეალიზაცია. ჩვენი ქარხნის შუალედური გეგმის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ქარხნის არსებულ ფოლადსადნობ საამქროში წარმადობის 200,000 ტონამდე ზრდას წელიწადში.
ასევე, ხელახლა ამუშავდა ქარხნის შემკეთებელი საამქროები, სადაც გაერთიანებულია მექანიკური, სამსხმელო, სორტსაგლინი, ელექტროშემკეთებელი და სხვა დამხმარე საამქროები, რაც ქარხნის შიდა საჭიროების დაკმაყოფილებასა და ქარხნის კლიენტების მომსახურებას უზრუნველყოფს.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თანამედროვე წარმოების მეთოდები ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში დავნერგეთ, ხარისხის კონტროლს ვაწარმოებთ და ყოველდღირად ვაუმჯობესებთ. ასევე დანერგვის პროცესში არის „6 სიგმა“ მეთოდოლოგია. ეს ცნობილი პროცესია, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს.
გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ბრძმედის კომპლექსის რეაბილიტაციას, რომლის მიზანია 650,000 ტონა თუჯის წარმოება წელიწადში. ბრძმედი არის კომპლექსი, რომელიც თუჯს მიიღებს მადნიდან. წარსულში გვქონდა ორი ბრძმედი, რომლებიც გაჩერდა 90–იან წლებში. ერთი მათგანი, წინა მფლობელების დროს ჯართად დაჭრეს, ერთი კი, კვლავ გვაქვს და გარკვეული თანხების საფასურად შესაძლებელია მისი აღდგენა. სირთულეს ქმნის ის, რომ საჭირო რკინის მადანი არის აზერბაიჯანში. ამიტომ, ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მადნით უზრუნველყოფაში ჩვენ გვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული ბრძმედის ასამუშავებლად უნდა შემუშავდეს მომგებიანი და გრძელვადიანი გეგმა აზერბაიჯანთან. ბრძმედის ამუშავება საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ 650 ათასი ტონა თუჯი, რომელზეც სულ არის მოთხოვნა. თუჯი დაახლოებით ისეთი პროდუქტია, როგორც ნავთობი – რამდენსაც აწარმოებ, იმდენს გაყიდი. თუჯზე დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ბაზრებზე. უნაკერო მილების შემდეგ, ამ მიმართულებითაც ათობით მილიონი დოლარის ექსპორტის შესაძლებლობა იქმნება. ამ გეგმებს რომ შევასრულებთ, თამამად შეგვეძლება თქმა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ძველ ნიშნულს უბრუნდება. ბრძმედის კომპლექსის ამუშავების შემთხვევაში შევძლებთ ქარხნის 50%–მდე დატვირთვას. ასევე დამატებითი ინვესტიციებით იგეგმება, ახალი ჟანგბადის ღუმელის მოწყობა, რომელიც თუჯს ფოლადად გადაადნობს. ამ პროდუქტების წარმოება კი, თავის მხრივ, სხვა ახალი პროდუქტების წარმოებისთვის შექმნის საფუძველს.
ჩვენი მიზანია, განვამტკიცოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, როგორც ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიული საწარმო რეგიონში და გავზარდოთ მისი რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბით. ამ მიზნის მიღწევას ვაპირებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებითა და მომხმარებელთა მოლოდინის გადაჭარბებით, სერვისის მიწოდების პროცესში. ის დადებითი გამოხმაურება და ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისაგან ვიღებთ, კიდევ უფრო გვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში. ჩვენი სურვილია, დავარწმუნოთ რუსთავის ფოლადის ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები, საქმისადმი ჩვენს სრულ და მუდმივ ერთგულებაში საქმისადმი.
ისტორია და ტრადიციები
- 1940 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის გადაწყვეტილება ქ. რუსთავში. ეს განპირობებული იყო რეგიონში ძირითადი ნედლეულის რესურსების არსებობით და კასპიის ნავთობის საბადოებთან სიახლოვით. დაიწყო ქარხნის მშენებლობის წინასწარი სამუშაოები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა.
- 1944 წლის 23 მარტს ქარხნის მშენებლობა განახლდა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
- 1946 წელს ამუშავდა პირველი დამხმარე საამქროები: თბოელექტროცენტრალი, მექანიკურ-შემკეთებელი საამქრო, ფასონური სხმულების საამქრო, ლითონკონსტრუქციების საამქრო და სხვა.
- 1948 წელი ქარხნის დაარსების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა.
- 1950 წლის 27 აპრილს მარტენული ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა ნადნობი იქნა დამზადებული ქარხანაში.
- 1952 წლის სექტემბერში ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, “დგან 140-ზე” პირველი ცხლადნაგლინი უნაკერო მილი დამზადდა.
- 1953 წლის დეკემბერში, ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, მწყობრში ჩადგა “დგანი 400”, რომელიც იმ დროისათვის უნაკერო მილების ერთ-ერთი უმსხვილესი დგანი იყო მთელს ევროპაში.
- 1954 წლის ივლისში, ბრძმედის საამქროში, პირველი ქართული თუჯი იქნა გამოდნობილი.
- 1954 წელს ქარხანაში მიიღეს პირველი ქართული კოქსი.
- 1955 წელს ამუშავდა ფურცლოვანი და სორტული ნაგლინის საამქროები.
- 1961 წელს ამოქმედდა ცივად ადიდვის საამქრო.
- 1962 წელს მილსაგლინავ საამქროში დასრულდა დგანი “400-ის” მთლიანი ავტომატიზაცია.
- 1967 წელს პირველი უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარის მეშვეობით ჩამოასხეს სხმულ-სლიაბი.
- 1961-1991 წლებში საწარმოში სისტემატურად ხორციელდებოდა ძირითადი დანადგარების განახლების,საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები:
- 1975-1980 წლებში ძირეულად განახლდა მარტენის ღუმელები და მათი მოცულობა 150 ტონიდან 200 ტონამდე გაიზარდა.
- 1980 წელს ბრძმედის რეკონსტრუქციის შედეგად მისი მოცულობა 750 მ3 -დან 1093 მ3-მდე გაიზარდა.
- 1982 წელს ამუშავდა ახალი აგროფაბრიკა.
- 1944-1999 წლებში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 50 მლნ. ტონამდე ფოლადი და 36 მლნ. ტონაზე მეტი მზა ნაგლინი გამოუშვა, რაც მილების, სამშენებლო არმატურის, ფურცლებისა და სხვა პროდუქციის სახით დამზადდა.
- 1999 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ფაქტიურად სრულად გაჩერდა.
- 2006 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქციების სრული პაკეტი შეიძინა ერთ-ერთმა ინგლისურ-ქართულმა კერძო კომპანიამ და მას შემდეგ დაიწყო ქარხნის რეაბილიტაციის რთული პროცესი.
- 2009 წელს ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დამონტაჟდა ინდუქციური ღუმელები, აგრეთვე გარემონტდა სორტული გლინვის საამქრო და დაიწყო არმატურის წარმოების პროცესი.
- 2011 წელს წარმოების მრავალწლიანი გაჩერების შემდეგ, განახლდა წარმოების პროცესი ქარხნის მილსაგლინავ საამქროში, კერძოდ კი „დგან 400“-ზე წარმატებით განხორციელდება სხვადასხვა დიამეტრის უნაკერო მილების წარმოება ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დაკვეთით.
- 2011 წელს ქარხნის მფლობელებმა და ახალმა მენეჯმენტმა დაუბრუნეს ქარხანას ძველი, ისტორიული სახელი. იმისათვის რომ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დაიბრუნოს ძველი მასშტაბები და გაიმყაროს პოზიციები ქვეყნის ინდუსტრიულ საზოგადოებაში, უპირველესი ამოცანაა წარმოების მოცულობის ზრდა. ამ მიზნით, დღეს ქარხნის მენეჯმენტი თანმიმდევრულად ახორციელებს ქარხნის სისტემურ განახლებას, გადაიარაღებას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ამზადებს ახალგაზრდა კადრებს.
კორპორატიული ხედვა
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” კორპორატიული ხედვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციის გამყარება, რასაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით გვსურს მივაღწიოთ. ამგვარად, შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ჩვენი ინდუსტრიულ განვიტარებაში.
პროფესიონალიზმი
მაღალი ხარისხი
კლიენტზე ორიენტირებულობა
ინოვაცია
თანამშრომელთა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა
გუნდური მუშაობა
ფაქტები და მონაცემები
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა თავისი არსებობის მანძილზე მიღწეული მაქსიმალური მწარმოებლურობის დროს წელიწადში აწარმოებდა შემდეგი რაოდენობის პროდუქციას:
- 620 000 ტ. კოქსს
- 1 200 000 ტ. აგლომერატს
- 1 450 000 ტ. ფოლადს
- 700 000 ტ. თუჯს
- 500 000 ტ. უნაკერო მილებს
- 130 000 ტ. ფურცლოვან ნაგლინს
- 130 000 ტ. სორტულ ნაგლინს
- 1 200 000 ტ. მილნამზადს
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ძირითადი სიმძლავრეები იყო:
- აგლოფაბრიკა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 2.2 მლნ. ტონა.
- ბრძმედის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.725 მლნ. ტონა.
- 2 საკოქსე ბატარეა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.35 მლნ. ტონა.
- 8 ცალი , თითოეული 200 ტონიანი, მარტენის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
- დგანი “1000” (ბლუმინგი) ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
- “900/750” ნამზადის დგანი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.0 მლნ. ტონა.
- უნაკერო მილების დგანი “140” ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 120 ათასი ტონა წელიწადში.
- უნაკერო მილების დგანი “400” ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 350 ათასი ტონა წელიწადში
- ცივად ადიდვის მილების საამქრო წლიური მწარმოებლურობით 50 ათასი ტონა.
- არმატურის „დგანი 320“ ნომინალური მწარმოებლურობით 160 ათასი ტონა წელიწადში.