სორტსაგლინავი საამქრო
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სორტსაგლინ საამქროში აწარმოებს თერმოგამტკიცებულ არმატურას, რომელიც “დგან 320-ზე” მზადდება. არმატურის დიამეტრი შეადგენს 10-32 მილიმეტრს და იგი A500C და A400C კლასს განეკუთვნება.
დგანი “320” შემდეგი ტიპის დანადგარებისაგან შედგება:
1. მეთოდურ-გამახურებელი ორზონიანი ღუმელი, რომელიც მოიცავს შემდეგ მოწყობილობებს:
- საბიძგებელი
- გამომგდები
2. გლინვის ხაზი, რომელიც შედგება:
- 16-უჯრიანი დგანისგან:
- 6 უჯრა-მომჭიმავი ჯგუფი
- 6 უჯრა-შუალედური ჯგუფი
- 4 უჯრა-სასუფთაო ჯგუფი
- მფრინავი მაკრატელი – რომელიც დამონტაჟებულია მროგორც მომჭიმავი ჯგუფის, ასევე თერმული დამუშავების დანადგარი შემდეგ.
- თერმული დამუშავების დანადგარი
3. ცივად ჭრა და შეფუთვა, რომელიც მოიცავს შემდეგ მოწყობილობებს:
- მაცივარი
- ცივად ჭრის წნეხი
- შესაფუთი მოწყობილობა
- საწყობი