Skip to content Skip to footer

ხარისხის მართვა

Ხარისხის მენეჯმენტის სისტემა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სტრატეგია, ხარისხის მართვის კუთხით, ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებაზე, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე და ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადგენილი მოთხოვნების მკაცრი დაცვის გზით მიიღწევა. ხარისხის მართვის სისტემის ძირითადი ამოცანებია არსებული მოთხოვნების დაცვა და წარმოების მუდმივი გაუმჯობესება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კონკურენტუნარიანი პროდუქციით წარვდგეთ თანამედროვე ბაზარზე.

მაღალი ხარისხის ნედლეული

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მოქმედებს მკაცრი შიდა კონტროლი, რომელიც პროდუქციის წარმოებაში შეუსაბამო ნედლეულის გამოყენებას გამორიცხავს.

ტექნოლოგიური პროცესი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია შემუშავებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე პრაქტიკაზე დაყრდნობით.

კონტროლის სისტემა

კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს წარმოების ყველა ეტაპზე.

კვალიფიცირებული კადრები

ქარხანაში მოქმედებს პერსონალის შერჩევისა და პროფესიული სწავლების სისტემები, რაც უზრუნველყოფს პერსონალის კომპეტენტურობის მაღალ დონეს.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია

პროდუქციის შემოწმება და კონტროლი ხორციელდება თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც დგინდება პროდუქციის თვისებები და სხვა მახასიათებლები.

სერტიფიკატები

ლაბორატორია

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ხორციელდება ყველა ის ანალიზი და გამოკვლევა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთან გაგზავნილი პროდუქციის სრულ შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ცენტრალური ლაბორატორიის აღჭურვილობა და პერსონალის პროფესიონალიზმი იძლება შესაძლებლობას ჩავატაროთ შემდეგი სახის გამოცდები:

1. მექანიკური თვისებების განსაზღვრა.
  • ლითონის ტესტირება გაწყვეტაზე. მოწყობილობა: ტაივანის წარმოების 100 ტონიანი სიმძლავრის კომპიუტერიზირებული უნივერსალური მანქანა, რუსეთის წარმოების 10 ტონიანი სიმძლავრის მანქანა.
  • ლითონის დარტყმითი სიბლანტის განსაზღვრა (შარპის ტესტირება). მოწყობილობა: რუსული წარმოების მანქანა მარკა МК – 30.
  • ლითონის სისალის განსაზღვრა როკველის და ბრინელის მეთოდებით.
2. ქიმიური ანალიზი.
  • ფოლადის სრული ქიმიური ანალიზი. მოწყობილობა: შვეიცარიის წარმოების ARL ტიპის სპექტრომეტრი QuantoDesk და ARL 3460  უახლესი სპექტრომეტრი.
  • თუჯის ქიმიური ანალიზი კლასიკური მეთოდით.
  • ფეროშენადნობების ქიმიური ანალიზი კლასიკური მეთოდით.
  • სპექტრული ანალიზი ყველა სახის ფეროშენადნობების, მათი მადნების და წიდების ჩათვლით. მოწყობილობა: გერმანული წარმოების ლაზერული მიკროსპექტროანალიზატორი ELEMA – 10.
3. ფოლადის და თუჯის მეტალოგრაფია.
  • მაკროსტრუქტურული ანალიზი.
  • მიკროსტრუქტურული ანალიზი. მოწყობილობა: გერმანული წარმოების მიკროსკოპი NEOFOT.  

გთხოვთ შეავსოთ პროდუქტის შეკვეთის ფორმა და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“. თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ.

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com

თქვენი შეკითხვა დროულად განიხილება გაყიდვების დეპარტამენტის მიერ

მისამართი: გაგარინის ქ. 12, 3700 რუსთავი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 260 66 99, +995 32 249 22 33 
ელ. ფოსტა: contacts@rustavisteel.com