En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
ხარისხის მართვის სისტემა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სტრატეგია, ხარისხის მართვის კუთხით,  ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებაზე, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე და ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადგენილი მოთხოვნების მკაცრი დაცვის გზით მიიღწევა.  ხარისხის მართვის სისტემის  ძირითადი ამოცანებია არსებული მოთხოვნების დაცვა და წარმოების მუდმივი გაუმჯობესება, რაც  შესაძლებლობას მოგვცემს კონკურენტუნარიანი პროდუქციით წარვდგეთ თანამედროვე ბაზარზე.

ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს  შემდეგ ფაქტორთა ერთობლიობა განაპირობებს:

  • მაღალი ხარისხის ნედლეული - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მოქმედებს მკაცრი შიდა კონტროლი, რომელიც პროდუქციის წარმოებაში  შეუსაბამო ნედლეულის გამოყენებას გამორიცხავს.
  • ტექნოლოგიური პროცესი - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია შემუშავებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, მათ მრავალწლიან გამოცდილებასა და თანამედროვე პრაქტიკაზე დაყრდნობით.
  • კონტროლის სისტემა – კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოქმედებს წარმოების ყველა ეტაპზე.
  • კვალიფიცირებული კადრები - ქარხანაში მოქმედებს პერსონალის შერჩევისა და პროფესიული სწავლების სისტემები, რაც უზრუნველყოფს პერსონალის კომპეტენტურობის მაღალ დონეს.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია - პროდუქციის შემოწმება და კონტროლი ხორციელდება თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც  დგინდება  პროდუქციის თვისებები და სხვა მახასიათებლები.