რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კირქვის საბადოზე თვეში 60,000-70,000 ტონამდე კირქვა მოიპოვება.
კირქვა აქტიურად გამოიყენება მეტალურგიაში, როგორც ერთ-ერთი ტექნოლოგიურად საჭირო პროდუქტი. კერძოდ, კირქვა ძირითადად გამოიყენება კირის მისაღებად, ასევე კლინკერისა და ასფალტის შემავსებლის (ფილერი) დასამზადებლად.