En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა BakuBuild 2014- ზე

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მონაწილეობა  მიიღო აზერბაიჯანის რიგით მე-20  საერთაშორისო  სამშენებლო გამოფენაზე  BakuBuild 2014, რომელიც გაიმართა 22-25 ოქტომბერს ქალაქ  ბაქოს ექსპო ცენტრში.

BakuBuild არის  ყველაზე დიდი სამშენებლო ღონისძიება  კასპიის რეგიონში. 20 წლის განმავლობაში გამოფენამ უმასპინძლა 3200 -ზე მეტ კომპანიას 35 ქვეყნიდან და 100 000 - ზე მეტ ვიზიტორს.  წელს  BakuBuild - ის გამოფენამ დაარსებიდან 20 წლის თავზე აჩვენა რეკორდული შედეგები, გამოფენას ესწრებოდა 490 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 30 ქვეყნიდან. წამყვან კომპანიებს შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც.
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ წარმოადგინა ქარხანაში  წარმოებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი და ფოლადის სხვა პროდუქცია. ქარხნის წარმომადგენლებმა გამოფენის სტუმრებს ასევე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქარხნის წარმოების პროცესებზე, ხარისხის მართვის სისტემებსა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის BakuBuild - ის გამოფენის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის.