En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / ქ. რუსთავის მე-12 სკოლის მოსწავლეები სტუმრად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

 27 მარტს,  რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ ქ. რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, სკოლის მასწავლებლებთან ერთად. 

სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის სხვადასხვა საამქროები, კერძოდ ფოლადსადნობი საამქრო, სადაც დაესწრნენ ფოლადის დნობის და კვადრატული ნამზადის წარმოების პროცესს და  სორტული საამქრო, სადაც უშუალოდ ნახეს არმატურის წარმოების პროცესი. საამქროების მონახულების შემდეგ უფროსკლასელები ეწვივნენ ქარხნის ლაბორატორიას, რომელიც არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ლაბორატორიაში  ხორციელდება წარმოებული პროდუქციის შემოწმება და კონტროლი, დგინდება  პროდუქციის თვისებები, მექანიკური თვისებების განსაზღვრა და ქიმიური ანალიზი.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ზრუნავს მძიმე მრეწველობის, როგორც დარგის განვითარებაზე  ახალგაზრდა თაობაში და მიესალმება მსგავს აქტივობებს.